Wednesday, April 6, 2011

იტალია შესანიშნავი ქვეყანაა, მაგრამ იგი იმ ქვეყანათა რიგებშია, რომელთა მიმართაც თქვენ გარკვეული კითხვები და წინასწარი შეხედულებები გიჩნდებათ მონახულებამდე. იტალია – ესაა პროვანსული ზეთის, პასტის, ღვინის, მაფიისა და მზის სინათლის, რომაული ნანგრევებისა და რენესანსის ეპოქის სასახლეების სამშობლო, რომელსაც საკმაოდ ბევრი რამის მიცემა შეუძლია ტურისტებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ცნებებიდან ზოგიერთი საკმაოდ შთამბეჭდავი და საინტერესოა, სამარცხვინო იქნება, თუ ამ ქვეყნიდან მხოლოდ მათ წაიღებთ. იტალია ამ ცნებებზე ბევრად უფრო კომპლექსური და ამაღელვებელია.
იტალია ერთნაირად საინტერესოა როგორც დაუდევარი, ასევე განსწავლული ტურისტისათვის, მას ღრმა რომაული კათოლიკური ფესვები გააჩნია. ტურისტებს შეუძლიათ რამოდენიმე კვირის განმავლობაში გაჩერდნენ მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრებში ყოველგვარი მოწყენის მიზეზის გარეშე, მაგრამ ასევე ძალიან მარტივია მოინახულოთ ნაკლებად ცნობილი ადგილები. ჩრდილოეთით, ალპებისა და მდინარე პოს პეიზაჟების მახლობლად, თვალს იტაცებს უამრავი კულტურული ძვირფასი ქვა და განვითარებული სამრეწველო ქალაქები. ამ შთამბეჭდავ ქვეყანაში ხალხი “la vita Italiana”-თი ცხოვრობს.

No comments:

Post a Comment